|
2016-10-06 20:17:48, 737 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას გიორგი ვოლსკი კიდევ ერთხელ წარუდგინა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჩუღურეთის მოსახლეობას ამავე ოლქში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ვოლსკი კიდევ ერთხელ წარუდგინა. როგორც კახა კალაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, 8 ოქტომბრის არჩევნებზე მოსახლეობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს. „ერთი დღე დარჩა 8 ოქტომბრამდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და ეს გადაწყვეტილება იქნება თავისუფლება, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად, ჩვენი ბრძოლით, ჩვენი ერთსულოვნებით მოვიპოვეთ. ჩვენ არ მივცემთ არავის საშუალებას, შესაძლებლობას, რომ ბრძოლით, მშვიდობიანი გზით მოპოვებული თავისუფლება წაგვართვან. ჩვენ არ მივცემთ იმის შესაძლებლობას არავის, რომ ქვეყანაში დააბრუნოს ძალადობა. ჩვენ არ მივცემთ არავის შესაძლებლობას, რომ ადამიანის ღირსებას შეეხოს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ხმას მივცემთ ჩვენი ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველოში შემცირდეს სოციალურად დაუცველთა რაოდენობა და პენსიონერებს ჰქონდეთ ღირსეული პენსია. „ჩვენ 4 წლის განმავლობაში მოვახერხეთ, რომ დღეს პენსიონერის პენსია არის 180 ლარი, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, ეს არ არის საკმარისი , ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც განვითარებულ ქვეყნებში აქვთ, მაგრამ ეს არის იმაზე მეტი , ვიდრე იყო 2012 წელს. ჩვენ ვპირდებით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, იქნება პენსიის მატება. ჩვენ ვპირდებით, რომ 4 წლის თავზე გვექნება თვისობრივად განსხვავებული საქართველო, თვისობრივად განსხვავებული ინფრასტრუქტურით და შესაძლებლობებით. არ დავიწყებ იმაზე საუბარს, თუ რა პრობლემები აწუხებთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. ეს ძალიან კარგად გვესმის, მიუხედავად მრავალი განხორციელებული პროექტისა, მრავალი რეფორმისა, კარგად გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც დღეს აწუხებთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს - დედაქალაქის მოსახლეობას, რეგიონებში, რაიონებში, ქალაქებში მცხოვრებ ადამიანებს“,-აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის ერთადერთი ძალა, რომელსაც მოსახლეობის პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა აქვს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)