|
2016-10-06 17:29:49, 718 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე: საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა
საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, ასეთი მშვიდი, დემოკრატიული, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ისურვებდა, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იყოს, თუმცა მისივე თქმით, ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს. „მივესალმები წინასაარჩევნო გარემოს, რომელიც დღეს ქვეყანაშია. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, ასეთი წინასაარჩევნო გარემო არ ყოფილა, ასეთი მშვიდი, დემოკრატიული, თუ არ ჩავთვლით ცალკეულ ინციდენტებს. ჩვენ დავასრულეთ ძალადობა, დავასრულეთ ქვების სროლა და ხელკეტებით დევნა ერთმანეთზე. ჩვენ გვაქვს იმის ამბიცია, რომ საქართველოში პოლიტიკა გადავიყვანოთ ახალ თანამედროვე საფეხურზე. ჩვენ ვისურვებდით, რომ მომავალი პარლამენტი იყოს მრავალპარტიული, თუმცა ეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს ვინ იქნება წარმოდგენილი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში.ამიტომ, დაველოდოთ 8 ოქტომბერს და შემდეგ ალბათ უკვე შესაძლებელი იქნება რაიმე განცხადებების გაკეთება,თუმცა ჩვენი გუნდის პოზიცია არის ის, რომ თუ იქნება მრავალპარტიული, ეს იქნება ძალიან კარგი“, - განაცხადა კახა კალაძემ.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)