04:05 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-03 13:24:28, 711 ნახვა

პოლიტიკა
ივანიშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მეორე ტურის ჩატარება გახდება საჭირო.

„ხმები გადანაწილდება და რთული იქნება, რომ პირველივე ტურში 50% მოაგროვონ. ძველი ბარიერი რომ დაგვეტოვებინა, პირველ ტურშივე გაირკვეოდა გასარკვევი. მეორე ტურებს ხატავენ ტრაგიკულად, რომ აი ნახეთ ამდენი ტური და თვითონვე აღიარა... ამ აღიარებაშია სწორედ დემოკრატიულობა, ძალიან კარგია, რომ ეს ასე იქნება. როდესაც დაშვება მოახდინა კოალიციამ ამ 50%-იანი ბარიერის, იქ ბევრი კითხვები იყო, რომ მე-2 ტური გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული და ბევრი მეორე ტური შეიძლება მოსდევდეს ამას, მაგრამ ამას აქვს თავისი ხიბლი. ჩვენ არჩევნების ცოტა გამოცდილება გვაქვს და კარგია, დამატებით გამოცდილებას მივიღებთ და უფრო მკვეთრად დაფიქსირდება მოსახლეობის პოზიციაც.

მეორე ტურებს ნუ აკნინებენ, ძალიან კარგია, რომ იქნება ბევრი მეორე ტური და მიზეზიც ეს გახლავთ, რომ არა ის, რომ პოპულარული არ არის „ქართული ოცნება“, აბა 8 და 9 კანდიდატში წარმოიდგინეთ, რომ ხმები გინდა თუ არა გადანაწილდება. ბოლოს რჩება 2 კანდიდატი, იმ ორიდან რა თქმა უნდა დიდი უპირატესობა აქვს „ქართულ ოცნებას“, რამეთუ ყველაზე პოპულარული პარტიაა“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics