23:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-28 12:59:16, 660 ნახვა

პოლიტიკა
აგულაშვილი: 9 ოქტომბრის შემდეგ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ, საკუთარი შეხედულებები გადააფასონ

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის გიგლა აგულაშვილის შეფასებით, პაატა ბურჭულაძის კოალიციიდან ცალკეული ჯგუფების  გამოყოფის პროცესი საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ კოალიციის შექმნისას ყველა კითხვა არ დაისვა, შესაბამისად,  ყველაფერზე პასუხი გაცემული არ იყო:

"პროცესი მსგავსი ტიპის კოალიციების შექმნისა, დაშლისა,  გამოყოფისა, შეერთებისა, საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს. როგორც ჩანს, კოალიციის შექმნის პროცესში არ იყო დასმული კითხვა და არ იყო მიღებული ყველა პასუხი და შემდეგ ცალკეული ადამიანებისთვის, ცალკეული ჯგუფებისთვის, როგორც ჩანს, გაჩდა გარკვეული სიურპრიზები და ამან გამოიწვია შეუთავსებლობა. მემგონია, დუღილის პროცესი, მითუმეტეს ეს წინასაარჩევნო  პერიოდს ახასიათებს,  დასრულდება, დამშვიდდება პროცესი და 9 ოქტომბრის შემდეგ, როგორც ჩანს, პოლიტიკურ ძალებს მოუწევთ,  საკუთარი შეხედულებები გადააფასონ",-აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics