|
2016-09-26 16:52:21, 694 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ში აკადმიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. როგორც თსუ-ს რექტორმა გია შარვაშიძემ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის მოთხოვნები რაც სტუდენტთა ნაწილმა დააყენა პარასკევს, სენატის სხდომაზე განიხილება. “სწავლის ხელმისაწვდომობა ჩვენს ქვეყანაში არის, დღეს 3500 აბიტურიენტი გახდა სტუდენტი თსუ-ში,აქედან 70 % აქვს გრანტი მიღებული, ეს ნიშნავს იმას, რომ დიდ წილს სახელმწიფო აფინანსებს. რაც შეეხება ბაზების გახსნის პრობლემას, რომელიც შეეხება დავალიანებებს ეს არ არის აკადემიური საბჭოს განსახილველი და განიხილება სენატის სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე საუბარი იქნება რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, ერთ-ერთი არის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელზეც ვისაუბრეთ როგორც თვითმმართველობის, ასევე „აუდიტორია 115“-ის წევრებთან ერთად. ვაპირებ, რომ აკადემიურ საბჭოს გავაცნო ჩვენი გეგმა, გამომდინარე ჩემი კონცეფციიდან, შევქმნა სამუშაო ჯგუფი, ეს იქნება ღია დოკუმენტი, ღია სივრცე, სადაც მონაწილეობის საშუალება და ეს არის ყველაზე რეალისტური ნაბიჯი, რათა ყველა პრობლემა გადავწყვიტოთ”, - განაცხადა შარვაშიძემ. შეგახსენებთ, რომ „აუდიტორია 115“-ის წევრების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწავლის ხელმისაწვდომობა და იმ სტუდენტებისათვის სასწავლო ბაზის გახსნაა, ვისაც სწავლის საფასური გადახდილი არ აქვს. ეს და სხვა მოთხოვნები სტუდენტთა ნაწილმა რექტორს შეხვედრისას გააცნეს. რექტორმა კი თავის მხივ, მათ სტრატეგიული განვითარების დოკუმენტზე მუშაობა შესთავაზა, სადაც სტუდენტებს საკუთარი მოთხოვნების ჩამოყალიბების საშუალება ექნებათ.
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)