01:10 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-29 23:47:07, 6343 ნახვა

პოლიტიკა
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში

ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ მაისში საქართველოში აშშ-დან დელეგაცია ჩამოვა.

"ამ ეტაპზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის კომუნიკაციები, შეხვედრები, რაც ამ დრომდე იყო აშშ-ის მხარესთან, შეგვიძლია შევაფასოთ პოზიტიურად და შედეგიანად, ვინაიდან ამის გამოძახილია და გაგრძელებაა უკვე დაგეგმილი ვიზიტების, რომელსაც ჩვენ მაისში მოველით. [...]

ჩვენც არაერთხელ აღგვინიშნავს და აღნიშნა ასევე სახელმწიფო მდივანმაც ჩვენთან საუბარში, რომ ის მემკვიდრეობა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციას დახვდა საქართველოსთან ურთიერთობაში, არ არის მარტივი და არ იყო მარტივი ამ ნაბიჯების გადადგმა, რომ თუნდაც აქამდე მივსულიყავით, რომ ერთმანეთთან დაგვეწყო საუბარი და მოხარული ვართ, რომ ეს შედგა და შესაძლებელი გახდა, რომ ერთგვარად დავბრუნდეთ მაგიდასთან და გავაგრძელოთ საუბარი საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. [...]

მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში. ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენელთან დაიგეგმება შეხვედრები.", - თქვა მან 1tv-ის ეთერში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: ხორავას ქუჩაზე 4 პირი დაჭრეს, ერთ-ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics