05:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-25 18:07:55, 916 ნახვა

საზოგადოება
განახლებული აღმაშენებლის გამზირის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს

განახლებული აღმაშენებლის გამზირი ცოტახანში საზეიმოდ გაიხსნება.  გამზირის გახსნის ღონისძიება ბიგ-ბენდის კონცერტით უკვე დაიწყო.  ადგილზე პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, მინიტრთა კაბინეტის წევრები  და  საქართველოს მოქალაქეები იმყოფებიან.

 პროექტის - „ახალი ტფილისი“ პირველი ეტაპის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის გამზირის, კერძოდ, აღმაშენებლის მოედნიდან  ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდა. აღნიშნულ არეალში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 47 საცხოვრებელ სახლს, სადაც უმეტესწილად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია,  სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. ქუჩაზე მთლიანად შეიცვალა საინჟინრო და საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყო ინფრასტრუქტურა, გამაგრდა და პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შენობა-ნაგებობები, განახლდა გამზირის იერსახე - საფეხმავლო და სამანქანო სავალი ნაწილის საფარი, მოეწყო გადასასვლელები, მოპირკეთდა ქუჩა, დამონტაჟდა ახალი განათების სისტემა და მანიშნებლები, გამწვანდა ტერიტორია.

პროექტი „ახალი ტფილისის“ პირველი ეტაპი 2016 წლის ბოლომდე დასრულდება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics