|
2016-09-24 13:36:07, 814 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული წიგნების პრეზენტაცია გაიმართა
ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკაში ქართულ მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული მონოგრაფიული წიგნების გამოფენა-პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ღვინის მწერალი გიორგი ბარისაშვილი უძღვებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო უკანასკნელი პერიოდის, სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნები, მათ შორის, გიორგი ბარისაშვილის - „მევენახეობა-მეღვინეობის სალექსიკონო მასალები", „ქართული მარანი", ბონდო კალანდაძის - „საქართველო - ღვინის აკვანი", „სამტრესტი და სამტრესტელები", „მსოფლიოს მაგარი ალკოჰოლური სასმელები", მალხაზ ხარბედიას - „ღვინის გზამკვლევი", თეიმურაზ ღლონტისა და ზურაბ ღლონტის მონოგრაფია - "კახური მცვივანი", ლევან ფრუიძის - "საქართველოს მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორია", თამაზ კობაიძის - "ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი" და სხვა. პრეზენტაციას მევენახეობა-მეღვინეობის სფეროს ღვაწლმოსილი მწერლები, წიგნების ავტორები და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები, ესაუბრათ მევენახეობა-მეღვინეობის თემებზე. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ღვინის ეროვნული სააგენტო, ქართული ღვინის სექტორში მოღვაწე ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, მიმდინარე წლის 22 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით „ქართული ღვინის კვირეულს" მართავს, რომელიც მრავალ განსხვავებულ ღონისძიებას მოიცავს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში - ღვინის დეგუსტაციები, პრეზენტაციები, ღვინის ტურები, კინო-ჩვენება, ღვინის ფესტივალები და კონკურსები. ქართული ღვინის დღე უკვე მესამე წელია აღინიშნება. ღონისძიების მუდმივი პარტნიორები არიან ასოციაცია "ქართული ღვინო", საქართველოს სომელიეთა ასოციაცია, კახეთის მეღვინეთა გილდია, ღვინის კლუბი და ღვინის ტურიზმის ასოციაცია. გასულ წლებში ღონისძიებისადმი საქართველოს მოსახლეობისა და ტურისტების დიდი ინტერესის გათვალისწინებით გადაწყდა, რომ მიმდინარე წელს "ქართული ღვინის კვირეული" გაიმართება. (
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)