05:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-23 22:17:39, 878 ნახვა

საზოგადოება
ვარკეთილს და ვაზისუბანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება

ვარკეთილის მთლიან ნაწილს და ვაზისუბანს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

კომპანია "თელასის" ცხელი ხაზი გამორთულია. მოქალაქეებს არ აქვთ პასუხი, თუ როდის აღუდგებათ ელექტროენერგიის მიწოდება.

ცნობისთვის, უამინდობამ თბილისს პრობლემები შეუქმნა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ძლიერი წვიმის შედეგად,  ისანი-სამგორისა და დიდუბე-ჩუღურეთის  რაიონში საცხოვრებელი  სახლები დაიტბორა. ამ დროისთვის, შესაბამისი სამსახურების მიერ, წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სინოპტიკოსების ცნობით, ნალექიანი ამინდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 25 სექტემბრამდე შენარჩუნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics