04:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 15:59:52, 860 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რუსეთის ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების რეკლამირებას რუსეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე „OTDYKH  LEISURE” უწევს. საქართველოს სტენდთან მოსულ ვიზიტორების საშუალება აქვთ აჭარის ტურისტული შესაძლებლობებისა და რეგიონში ტურიზმის სხვადასხვა მიმართულების შესახებ მიიღონ ინფორმაცია, ასევე აჭარის შესახებ მომზადებულ საინფორმაციო-სარეკლამო მასალებს გაეცნონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად მონაწილეობს. 

რუსეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა „OTDYKH  LEISURE” მოსკოვში ერთ-ერთი მასშტაბური გამოფენაა რუსეთში. მასში 70-ზე მეტი ქვეყნის ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები მონაწილეობენ. გამოფენა 21 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბერს დასრულდება. გამოფენის ფარგლებში 160 ბიზნეს ღონისძიებაა დაგეგმილი, რომელიც გამოფენის მონაწილეებისთვის კარგი საშუალებაა ახალი კონტაქტების დამყარებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით.  

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს მეთოთხმეტედ უწევს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს რეკლამირებას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. დეპარტამენტმა რეგიონი უკვე  რადაგინა ისეთ მასშტაბურ  გამოფენებზე, როგორებიცაა ისრაელის, გერმანიის, ლიტვის, დუბაის, ჩინეთის, პოლონეთისა და საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გამართული ტურისტული გამოფენები. წლის ბოლომდე დეპარტამენტი სამ გამოფენაში მიიღებს მონაწილეობას. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics