04:22 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-22 15:05:25, 637 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია აქციას “დღე მანქანის გარეშე“ შეუერთდა

თბილისის მერია   აქციას “დღე მანქანის გარეშე“ შეუერთდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერი დავით ნარმანია და მერის  მოადგილეები - ნინა ხატისკაცი, გიგა ნიკოლეიშვილი და ნატო ქიტიაშვილი სამსახურში ავტომანქანის გარეშე მივიდნენ.

მათივე ცნობით, აქციაში თბილისის მერიის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ.

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერია სიამოვნებით ერთვება აქციაში, რომელიც ქალაქის ეკოლოგიასა და  ასევე, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაზე  ზრუნვას გულისხმობს.

მისი თქმით,  დღეს ტრანსპორტი შედარებით შემცირებულია, რაც აქციას ამართლებს   და მისი შემდგომ წლებშიც ჩატარების საჭიროებას უსვამს ხაზს.

ცნობისთვის, თბილისში მსოფლიოს მრავალი ქალაქის აქცია„დღე მანქანის გარეშე“22 სექტემბერს პირველად აღინიშნება.

დატოვეთ საკუთარი ავტომობილები სახლში ერთი დღით, იარეთ ფეხით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რათა ხელი შეუწყოს დედაქალაქში ჯანსაღი გარემოს შექმნას- ეს არის აქციის მთავარი გზავნილი, რომელიც, მრავალი წელია, მსოფლიოს ბევრ დიდ ქალაქში იმართება.

ავტომობილის გარეშე დღის გატარების ტრადიციას საფუძველი 1997 წელს ინგლისში ჩაეყარა. ერთი წლის შემდეგ ინიციატივას შეუერთდა საფრანგეთი. წელს ეს დღე ყველაზე მასშტაბურად აღინიშნება - მას 51 ქვეყანა და 2 ათასზე მეტი ქალაქი უერთდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics