|
2016-09-22 11:39:44, 2200 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ავსტრიის საელჩო გაიხსნა
თბილისში ავსტრიის საელჩო გაიხსნა. საელჩოს გახსნის ღონისძიებასთან დაკავშირებით, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი, ელჩი მიხაელ ლინჰარტი ეწვია. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ავსტრიის საელჩოს გახსნა საქართველოში ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაძლიერებას. ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გიგი გიგიაძის თქმით,სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობისა და ევროპული მისწრაფებების მიხედვით, საქართველო რეგიონის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. მისივე განმარტებით, საქართველო კვლავ რჩება ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფარგლებში პრიორიტეტულ ქვეყნად: "ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე როგორც საქართველოსთვის, ასევე ავსტრიისთვის. ავსტრიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოში გაეხსნა საელჩო. ეს გადაწყვეტილება მიიღეს საკმაოდ გამომწვევ პერიოდში, მშინ, როცა ბევრი ევროპული ქვეყანა ხურავს საელჩოებს. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო არის ძალიან საინტერესო ქვეყანა ავსტრიაში. საქართველოსთან ინტერესი დასავლეთ ევროპული ქვეყნების მხრიდან იზრდება და ეს, რასაკვირველია, ჩვენი მხრიდან ძალიან მისასალმებელია",-აღნიშნა გიგი გიგიაძემ. ვიზიტის ფარგლებში ელჩმა შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინსიტროს ოფიციალურ პირებთან, ასევე ის ეწვევა ევროკავშირის სადამკვირდვებლო მისიის EUMM ადგილობრივ ოფისს მცხეთაში და სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს მოინახულებს.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)