15:07 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-21 15:37:33, 530 ნახვა

პოლიტიკა
ოთარ დანელიას ბურჭულაძის პარტიის 13 წევრი მხარდაჭერას უცხადებს

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატს ოთარ დანელიას ,,პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის შტაბის 13 წევრი მხარდაჭერას  უცხადებს.

ამის შესახებ საგანგებო განცხადება  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ დანელიას სარჩევნო შტაბში  გაკეთდა.

,,ჩვენთვის მიუღებელია ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საკუთარი პოლიტიკური ხედვა  და მანკიერი, ძალადობრივი კურსის გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ოთარ დანელიას. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, თოქ-შოუში „არჩევანი“ გამართულმა პოლიტიკურმა  დებატებმა ჩვენ დაგვანახა,  რომ ოთარ დანელია არის ლიდერი, რომელსაც აქვს რეგიონის განვითარების მკაფიოდ განსაზღვრული ხედვა, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება; გვჯერა, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს და  ჩვენს რეგიონს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ოთარ დანელიას სახით“ - ნათქვამია განხადებაში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
თბილისში ჯაზის მსოფლიო დღე აღინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics