|
2016-09-19 15:59:56, 689 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ერთ-ერთ სოფელში ახალი სკოლა გაიხსნა
აჭარის ერთ-ერთ სოფელში ახალი სკოლა გაიხსნა. სასწავლო წლის ახალ სკოლაში დაწყება ზედა ჭარნალის მოსწავლეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მიულოცა. სკოლის გახსნას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნადიმ ვარშანიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობიდან აცნობეს, ზედა ჭარნალში წლების განმავლობაში 100-მდე მოსწავლე ავარიულ, არასტანდარტულ შენობაში სწავლობდა. ახალი სკოლის მშენებლობა 2015 წელს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში დაიწყო. ძველი სკოლის მიმდებარედ აშენდა ახალი, ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა შიდა სპორტული დარბაზით. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლებიისთვის. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყო საკლასო ოთახები და სხვა დანიშნულების ფართები. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. ზედა ჭარნალის საჯარო სკოლის მშენებლობისათვის 469 993 ლარი დაიხარჯა. ზედა ჭარნალის საჯარო სკოლაში სწავლობს 71 მოსწავლე, მათ შორის 8 პირველკლასელი. სკოლაში დასაქმებულია 17 პედაგოგი. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 35 საჯარო და 2 კერძო სკოლაა. მიმდინარე წელს დასრულდა ზედა განთიადის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და დაიწყება სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლის მშენებლობა, ხოლო 2017 დაიწყება სარფის ახალი სკოლის მშენებლობა, ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ფერიის საჯარო სკოლას. (NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)