|
2016-09-19 14:26:44, 1236 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე სისაური: სახელმწიფოს მიერ ათეულობით სასოფლო-სამეურნეო მიწის აზომვითი ნახაზების ხარჯები ანაზღაურდა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით ამოქმედდა კანონი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მას მოქალაქეთათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის აგვისტოდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სსიპ “სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო” ახორციელებს სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების აზომვითი ნახაზის მომზადების ხარჯების ამზომველთათვის ანაზღაურებას. პროექტის მიმდინარე შედეგები მედიის წარმომადგენლებს დღეს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ეკატერინე სისაურმა გააცნო. „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასურის ანაზღაურების პროექტის ფარგლებში, 2016 წლის აგვისტოდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 10 ამზომველ კომპანიას რამდენიმე ათეული ნაკვეთის აზომვის საფასური აუნაზღაურა. დღეის მდგომარეობით, პროექტის ფარგლებში სააგენტო 600-ზე მეტ განაცხადს განიხილავს და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემთხვევაში, მოხდება აზომვითი ნახაზების მომზადების საფასურის ანაზღაურება“ - აღნიშნა ბრიფინგზე ეკატერინე სისაურმა. სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და მოქალაქეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში. ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა 1,5-ჰა მდე ფართობის მქონე მიწის ნაკვეთზე შეადგენს 80 ლარს, ხოლო 1,5-ჰა დან 5-ჰა მდე მიწის ნაკვეთებზე - 100 ლარს. (NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)