|
2016-09-16 19:03:28, 574 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია
შინაგან საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ ფარგლებში, ლიტვის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის დელეგაცია ეწვია. შსს-ს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ ამირანაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა სტუმრებს შსს-ს აკადემიაში უმასპინძლეს. უწყების ცნობით, შეხვედრაზე შს მინისტრის მოადგილეებმა დელეგაციის წევრებს სამინისტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნეს. ორივე მხარემ წარმოადგინა სპეციალური პრეზენტაციები, სადაც საქართველოსა და ლიტვის სამართალდამცავი უწყებების სტრატეგიაზე, რეფორმასა და სამომავლო გეგმებზე დეტალურად ისაუბრეს. შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის უწყებებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას და გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სტუმრებმა შსს-ს აკადემიის ინფრასტრუქტურა, სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, რეალური და ვირტუალური ტირები დაათვალიერეს. ვიზიტის ფარგლებში, შემუშავდა ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყების ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის სფეროში თანამშრომლობა“ მიზანია ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობის და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, პოლიციის საკითხებში სტანდარტიზაცია და ჰარმონიზაცია.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)