|
2016-09-15 15:38:24, 570 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში კერძო ვეტერინარული სექტორის განვითარების საკითხები განიხილეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით 24-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ხელმძღვანელობდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამეთვალყურეო ჯგუფის თავმჯდომარემ, ნოდარ კერესელიძემ ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მოკლედ შეაჯამა პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოები. მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს სამოქმედო გეგმის ამოცანები, მიზნები და პრიორიტეტები გააცნო. ნოდარ კერესელიძემ ვეტერინარიის განვითარებისთვის, ვეტერინარულ განათლებასა და კერძო ვეტერინარული სამსახურების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კერძო ვეტერინარული სექტორის გაძლიერების მიზნით მომავალი წლიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელდება იგეგმება, რასთან დაკავშირებითაც გადადგმულია რიგი პრაქტიკული ნაბიჯებისა. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ზურაბ ჩეკურაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ბრუცელოზის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ და აღნიშნა, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებისთვის გადამწყვეტი როლი სწორედ კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობას ენიჭება. ზურაბ ჩეკურაშვილმა ხაზი გაუსვა სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრების შედეგიანობას და მადლობა გადაუხადა ყველა წევრს, განსაკუთრებით კი - საერთაშორისო ექსპერტებს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. შეხვედრაზე განიხილეს ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები, მათ შორის ბრუცელოზის პრევენციისა და კონტროლის სამოქმედო გეგმა, რომელიც პრაქტიკულად სტრატეგიული ხასიათის დოკუმენტია. სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებმა სამომავლო გეგმებზე და დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. შეხვედრას ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ასევე ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA), შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA), ევროკავშირის (EU), გაერთიანებული ერების, სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საფრთხეების შემცირების თავდაცვის სააგენტოს (DTRA) და სხვა დონორი ორგანიზაციების, ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (GRDD/GIPA) და კერძო ვეტერინარული სექტორის წარმომადგენლები. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა ითვალისწინებს ვეტერინარიის დარგის და უვნებელი სურსათის წარმოების ხელშეწყობას, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის დაცვას, რაც სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - მეცხოველეობის განვითარებას შეუწყობს ხელს.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)