00:38 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-15 13:16:34, 603 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციები იცვლება

დიდუბის რაიონის გამგეობა 7 მისამართზე მოძველებული მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციას ახორციელებს.

 თბილისის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის შემდგომ, განახლდება წყალსადენისა და კანალიზაციის ყველა დიამეტრის მოძველებული ქსელი.რეაბილიტაციის განხორციელების შემდეგ, გაუმართავი მიწისქვეშა კომუნიკაციები მოსახლეობას პრობლემას აღარ შეუქმნის.

 სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს „გეოსერვის+“ ახორციელებს, ხოლო სამუშაოების დასრულების შემდგომ დიდუბის რაიონის გამგეობა ასფალტის ახალ საფარს დააგებს.

 დიდუბის რაიონში, 22 მისამართზე უკვე განხორციელდა წყალსადენისა და კანალიზაციის ქსელების რეაბილიტაცია, რაზეც დიდუბის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 288 673 ლარი დაიხარჯა.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics