|
2016-08-25 12:16:54, 707 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი აბესაძე: ჩვენ დავით ნარმანიასთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას ვიწყებთ
საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მერისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურას იწყებენ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერს პრობლემების მოგვარების უნარი არ შესწევს. „ბოლო ორი წლის განმავლობაში დავით ნარმანიას მერობამ ნათლად დაგვანახა, რომ თბილისს ყავს მერი, რომელიც პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებს და პასუხისმგებლობას გაურბის. შეუძლებელია, დავით ნარმანიასგან რაიმე უკეთესის მოლოდინი გვქონდეს. შეიძლება, ასეულობით მილიონობით ლარი გაიფლანგოს თბილისის ბიუჯეტიდან და თბილისელების პრობლემები კვლავ მოუგვარებელი დარჩეს. რჩება ერთადერთი გზა, რომ დავიწყოთ მერის უნდობლობის გამოცხადების სამართლებრივი პროცედურა, რომელსაც 24 დეპუტატის ხელმოწერა ჭირდება ანუ საჭიროა ჩვენი კოლეგების შემოერთება უმრავლესობიდან. საკითხი დგას მარტივად ან „ქართული ოცნება“ მხარს უჭერს ნარმანიას და იმ სერიოზულ პრობლემებს, რომელიც მერის გამო იქმნება ან აღიარებენ, რომ ნარმანია ივანიშვილის მორიგი შეცდომაა. თბილისელებს უნდა მიეცეთ საშუალება, რომ აირჩიონ მერი, რომელიც რეალურად იზრუნებს მათ პრობლემებზე. ეს პროცედურა სწორედ ამიტომ დავიწყეთ“, - აცხადებს აბესაძე.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)