|
2016-08-24 13:53:03, 652 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო პერიოდში უცნაურად იქცევა
ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო პერიოდში ძალიან უცნაურად იქცევა, დაწყებული იმ ცნობილი ამბიდან, როდესაც არარსებული პარტიის არარსებული ხელმძღვანელებს საარჩევნო რეგისტრაცია მიანიჭეს და შემდეგ აქტიურად და ქმედითად გვიხსნიდნენ, რომ თურმე საარჩევნო დოკუმენტაციის შემოწმება მათი საქმე არ არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზესტაფონში „რესპუბლიკელების“ მაჟორტარობის კანდიდატმა თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისივე თქმით, ცესკო ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას ამ რეგისტრაციის გამო. „ვისურვებდი, რომ ხელისუფლებამ რაც შეიძლება ქმედითად გასცეს ამას პასუხი, რადგან ეს არ არის რიგითი შემთხვევა. ეს ქვეყნის ეგზისტენციალურ საკითხებს ეხება, ეს ქვეყნის არსებობას, სუვერენიტეტს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა. ხიდაშელის თქმით, ამის შემდეგ ცესკომ თქვა, რომ იმ ცხრა პოლიტიკურ პარტიაზე, რომლებსაც ანალოგიური ტიპის პრობლემები აქვთ, არ მიიღებდა გადაწყვეტილებას, ეს საერთოდ გაუგებარი. „დღეს ცესკო-მ გადაწყვიტა თავად, დაჯდა და გადაწყვიტა, კანონის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რომ რომელიღაც პარტიებს უნდა მისცეს საარჩევნო ნომრები და სხვა პარტიებმა წილისყრაში მიიღონ მონაწილეობა. ეს არის კანონის პირდაპირი დარღვევა და დიდი იმედი მაქვს, რომ ცესკო ამ უგუნურ გადაწყვეტილებას არ მიიღებს“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)