|
2016-08-23 15:07:33, 577 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილმა ოლანდისგან ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოხატული მხარდაჭერისათვის მადლობის წერილი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნიცაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოხატული თანაგრძნობისა და მხარდაჭერისათვის საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდისგან მადლობის წერილი მიიღო. „მე გულთან ახლოს მივიტანე თქვენ მიერ გამოგზავნილი მხარდაჭერის დასტური იმ ტრაგიკული ტერაქტის შემდეგ, რომელიც საფრანგეთს მისი ეროვნული დღესასწაულის დღეს დაატყდა თავს ნიცაში. მსურს, გულწრფელიმადლობა გადაგიხადოთ ამისათვის. ამ უკიდურესად ძალადობრივი აქტისას ჩვენი ფიქრები უპირველეს ყოვლისა ფრანგ და უცხოელ მსხვერპლთა და მათი ოჯახებისკენაა მიმართული. კიდევ ერთხელ ამოიღეს მიზანში საფრანგეთის მიერ განსახიერებული ღირებულებები - ადამიანისა და თავისუფლების უფლებები. არ დავნებდებით იმ ბრძოლაში, რომელსაც ტერორიზმის წინააღმდეგ ვახორციელებთ. ეს ბრძოლა ხანგრძლივი იქნება იმ იდეების ირგვლივ, რომლებსაც ჩვენ ვიცავთ. ჩვენ დავრჩებით ერთგული 14 ივლისის დაღუპულთა სულებისადმი და ყოველთვის უფრო ძლიერები ვიქნებით, ვიდრე ის ფანატიკოსები. თქვენი მეგობრული გზავნილი, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოხატული საერთაშორისო სოლიდარობა, თანაბრად ძვირფასი მხარდაჭერაა, რომელიც აძლიერებს ჩვენს სიმტკიცეს, ჩვენს ერთიანობასა და ჩვენს მიზანმიმართულობას". კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გთხოვთ, მიიღოთ ბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემა", - აღნიშნულია ფრანსუა ოლანდის წერილში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)