2016-08-23 13:01:17, 660 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია საკრებულოში, შესაძლოა ხუთშაბათს მივიდეს
თბილისის მერი დავით ნარმანია, საკრებულოში შესაძლოა, 25 აგვისტოს მივიდეს.
როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, საკრებულოში აუცილებლად მივა და ყველა კითხვას პასუხს გასცემს.
„მივალ საკრებულოში და ყველა კითხვას გავცემ პასუხს რაც იქნება დასმული. ვისაუბრებ ჩვენი გამწვანების და საერთოდ გარემოს დაცვით მიმართულებით პოლიტიკაზე, იმ პროგრამებზე, რომელსაც ჩვენ ამ მიმართულებით ვახორციელებთ, რათა ინფორმაცია მთლიანად მივაწოდოთ საზოგადოებას რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ”, - განაცხადა ნარმანიამ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან