2016-08-22 18:16:35, 738 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში მონაწილეობას მრავალჯერადად სტუმრის სტატუსისთ მიიღებს
1-ლი სექტემბრიდან საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი GDS-ის ახალ გადაცემაში მონაწილეობას მრავალჯერადად სტუმრის სტატუსისთ მიიღებს. ინფორმაციას ტელეკომპანია "პირველი" ავრცელებს. გადაცემას რეგიონებიდან ნათია თოიძე და მიშა ფეიქრიშვილი წაიყვანენ. პირველი გადაცემა 6 სექტემბერს ბათუმიდანაა დაგეგმილი. ყოფილი პრემიერი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩართვას აპირებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან