03:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-22 14:42:47, 697 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ჟვანია: ყველა პარტია ერთი და იგივე საკანონმდებლო საფუძვლებით მოწმდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით,  პარტიების დოკუმენტაციის  შემოწმების კუთხით,  საარჩევნო ადმინისტრაციაში  სხვადასხვა სტანდარტი არ არსებობს.

"ყველა პარტია მოწმდება ერთგვაროვნად, ერთი და იგივე საკანონმდებლო საფუძვლებით, რაც გახლავთ საარჩევნო კოდექსის 113-ე მუხლი. შესაბამისად, ყველა სხვა მოსაზრება უსაფუძვლოა",-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

 რაც შეეხება ხარვეზის დადგენის პროცედურას,  ჟვანიას განმარტებით, არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობას", ბევრ სხვა პარტიას დაუდგინდა ხარვეზი,  თუმცა 113-ე მუხლის შესაბამისად:

" ეს ხარვეზი გამოსწორებულია  უმოკლეს ვადებში და შესაბამისად ესაა ის მოთხოვნა, რასაც  საარჩევნო კოდექსი ადგენს. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, თუ  ხარვეზი არ ჰქონდათ, ისინი გატარდნენ რეგისტრაციაში. ამიტომ, მოთხოვნა ყველას მიმართ იყო ერთნაირი",-განაცხადა თამარ ჟვანიამ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics