03:11 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-20 17:59:40, 754 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე სოფელ ლიხაურში თხილისგადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა

''ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო''-ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე სოფელ ლიხაურში თხილისგადამამუშავებელი საწარმოს თანამშრომლებს შეხვდა.

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მთავარი აქცენტები ეკონომიკის დარგში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პროგრამებზე, დასაქმებასა და შრომითი უფლებების დაცვაზე გააკეთა.

არჩილ თალაკვაძემ საწარმოს თანამშრომლებს სამომავლო გეგმები დეტალურად გააცნო .

''ბოლო ოთხი წლის მანძილზე, რაც ხელისუფლებამ გააკეთა, ეს არის ფუნდამენტი, რომელზეც მომდევნო წლებში ჩვენ მეტი მატერიალური დოვლათი უნდაშევქმნათ. მესმის, რომ გადასაჭრელია კიდევ არაერთი პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხედავთ, რისი შეცვლა, აღდგენა და გამოსწორებაც ჩვენშევძელით, ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო.

დეპუტატის თანამდებობა ჩემთვის თვითმიზანი არასდროს ყოფილა. იცით, რომ წლების მანძილზე საპასუხისმგებლო პოზიციები მეჭირა, მაგრამ ჩემი ცოდნა,გამოცდილება და კონტაქტები  ხელისუფლებასა თუ კერძო სექტორში, მინდა მომდევნო 4 წლის მანძილზე, ჩემს მშობლიურ კუთხეს მოვახმარო. შესაბამისად, თუ ვინმემ იცის როგორ უნდა მოგვარდეს თქვენი პრობლემები, ერთ-ერთი ასეთი ადამიანი ნამდვილად მე ვარ.  გპირდებით და მზად ვარ, თქვენი ოჯახებისმეგობარი და ინტერესების დამცველი ვიყო", - განაცხადა თალაკვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics