01:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 18:36:33, 838 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო-მ საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თბილისის საკრებულოს შუალედური არჩევნები დანიშნა.

როგორც ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ადგილობრივი თვითმმართველობის, წარმომადგენობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები წალკის, ჭიათურის, აბაშის, კრწანისის, ისნის, გლდანისა და ზუგდიდის ადგილობრივ საარჩევნო ოლქებში დაინიშნება.

მისივე თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მერისა და თვითმმართველი თემის გამგებლების რიგგარეშე არჩევნები დანიშნა, რომელიც ბოლნისის, ქალაქ ახალციხის, ხარაგაულის, ზუგდიდისა და წალენჯიხის საარჩევნო ოლქებში გაიმართება.

"დღევანდელ სხდომაზე ცესკო-მ დაადგინა საარჩევნო გრაფიკები ორივე ზემოთ აღნიშნული არჩევნებისთვის. საკრებულოს შუალედური, ასევე მერისა და თვითმმართველი გამგებლების რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა ყველა საარჩევნო ოლქში მოხდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისთვის, მერისა და გამგებლებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო. საერთო ჯამში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება 7 საარჩევნო ოლქის 106 საარჩევნო უბანზე, ხოლო მერისა და გამგებლების რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება 263 საარჩევნო უბანზე", - განაცხადა მიქელაძემ. 

შეგახსენებთ, რომ არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics