01:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-19 15:16:13, 648 ნახვა

პოლიტიკა
ნანა ყეინიშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა

ნანა ყეინიშვილმა "ქართული ოცნება" დატოვა. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველზე",  ინგა გრიგოლიას გადაცემაში განაცხადა. 

ყეინიშვილი  საპარლამენტო არჩევნებში პარტია "ჩვენებით" წარდგება. 

ნანა ყეინიშვილი "ოცნების" დატოვების მიზეზად, პარტიის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებთან თანამშრომლობას ასახელებს:

"ამაყი ვარ, რომ წამოვედი სახელისუფლებო გუნდიდან.  ჩემი წამოსვლა არ ნიშნავს იმას, რომ მე ჩემს გუნდის წევრებზე ვთქვა, რომ ისინი არ ვარგოდნენ და მე ვარ კარგი. არა, ყველას ვუდასტურებ ჩემს დიდი პატივისცემას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმისათვის, რომ რაც დღემდე მოხდა ჩვენს ქვეყანაში, მოხდა ფერიცვალება. ვითომ  დამთავრდა ის რეჟიმი, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2012 წელს, მაგრამ ბზარი შეეპარა ჩემს დამაჯერებლობას, როდესაც დაიწყო ჯერ იმერეთიდან, გააგრძელა შემდეგ სხვადასხვა რეგიონებში და დაამთავარა თბილისით, როცა თითქმის მაჟორიტარების უმეტესობა შემოვიდნენ "ნაციონალები"- ადამიანები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობიდან" იყვნენ დეპუტატები 2012 წლიდან. დღეს "ქართულმა ოცნებამ" წარადგინა ისინი. დღეს "ქართულ ოცნებაში" ნახევარზე მეტი "ნაციონალები" არიან",-განაცხადა ნანა ყეინიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics