|
2024-10-24 11:14:43, 326 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს წერტილი დაუსვა
სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. პაპუაშვილის განცხადებით, გუშინ გამოქვეყნებულ კანონის უზენაესობის მსოფლიო რეიტინგში საქართველო ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას უსწრებს. „კანონის უზენაესობის ახალ, 2024 წლის მსოფლიო რეიტინგში, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატს და ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას. გუშინწინ, სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა „რუსული კანონის“ საუკუნის ტყუილს. ამ რეიტინგმა კი, საბოლოოდ გააშიშვლა დეზინფორმაციის ის მასშტაბი, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ არის მომართული. რა ეშველება ახლა იმ რეზოლუციებს, განცხადებებს, შეშფოთებებს, რომლებიც ერთმა კვლევამ წყალში ჩაყარა?! კანონის უზენაესობის ინდექსი ამერიკული ორგანიზაცია „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის“ მიერ წარმოებული მსოფლიოს წამყვანი კვლევაა, რომელიც 142 ქვეყანას და მსოფლიო მოსახლეობის 95%-ს ფარავს",- წერს პაპუაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე და შესაბამის ფოტომასალას აქვეყნებს.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)