|
2023-12-14 09:09:33, 590 ნახვა
საზოგადოება
საზეიმო ღონისძიებების სამზადისის გამო, თავისუფლების მოედანზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება
საზეიმო ღონისძიების სამზადისის გამო, 13 დეკემბრის 20:00 საათიდან 15 დეკემბრის 21:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, საკრებულოს წინ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები ვეღარ შეძლებენ რუსთაველის გამზირიდან თავისუფლების მოედანზე მდებარე წრის გამოყენებით ალექსანდრე პუშკინის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას. ალექსანდრე პუშკინის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ რუსთაველის გამზირისა და გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით, ხოლო კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩიდან ავტომობილები იმოძრავებენ როგორც ალექსანდრე პუშკინის ქუჩის, ასევე რუსთაველის გამზირისა და გიორგი ლეონიძის ქუჩის მიმართულებით. მელიქიშვილის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, N301, N306, N310, N314, N326, N331, N337, N342, N345, N352, N358, N359, N388, N397 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები გადაადგილებას შეძლებენ კოსტავას ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე მდებარე ზეთისხილის ხემდე, რის შემდეგაც გადაინაცვლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით დაუკავშირდებიან ბარათაშვილის ქუჩას. N301,331,N337,N345 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ხიდიდან ჩავლენ იუსტიციის სახლისკენ და იმოძრავებენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგ კოსტავას ქუჩიდან იმოძრავებენ დადგენილი სქემით. N305, N309, N325, N344, N350, N359, N371, N393 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე ბოლო გაჩერებაზე მისასვლელად, თავისუფლების მოედნის ნაცვლად მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში და გადავლენ „კონკის" მხარეს. N320,323,395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩიდან აღარ ავლენ რუსთაველის გამზირზე და მობრუნდებიან პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რის შემდეგ გადავლენ მარცხენა სანაპიროზე, სადაც დაუკავშირდებიან ხეთაგუროვის ქუჩას. ამის შემდეგ N323 და N395 მარშრუტებზე მოძრავი ავტობუსები ჩიქობავას ქუჩიდან გადაადგილებას შეძლებენ დადგენილი სქემით. N320 მარშრუტზე მოძრავი ავტობუსები დაუკავშირდებიან ზაარბრუკენის მოედანს, ამის შემდეგ იმოძრავებენ დადგენილი სქემით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)