04:20 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 14:25:10, 568 ნახვა

საზოგადოება
ოთარ შამუგია დუბაიში გამართულ მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა

​საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში - დუბაიში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის (COP 28) ფარგლებში გამართულ გარემოს დაცვის მინისტრების მაღალი დონის შეხვედრაში მონაწილეობდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრის რუსლან სტრილეცის მოწვევით გაიმართა, მოლდოვას, გაერთიანებული სამეფოს, ლიეტუვას, ჩეხეთის, კანადის, ესტონეთის, ფინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მონტენეგროს, რუმინეთის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.

როგორც ოთარ შამუგიამ განაცხადა, ღონისძიება აერთიანებს ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ საერთო ვალდებულებები გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების კუთხით არსებული გამოწვევების გადაწყვეტის სფეროში.

„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი მნიშვნელოვანი გარდატეხის შეტანა არსებულ მოცემულობაში და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება. საქართველო კანდიდატის სტატუსის მიღების მოლოდინშია. ჩვენ გავაგრძელებთ იმ ამბიციური გეგმების შესრულებას, რაც უკავშირდება ევროინტეგრაციის პროცესს და ევროპული ოჯახის სრულუფლებიან წევრობისკენ სვლას”, - განაცხადა შამუგიამ.

შეხვედრაზე უკრაინამ გარემოსდაცვითი დეკლარაციის პროექტი წარადგინა.

„დეკლარაცია სამართლიანად უსვამს ხაზს, რომ ომით გამოწვეული გარემოსდაცვითი ზიანი ძირს უთხრის გლობალურ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლისთვის და ტოქსიკური ნივთიერებების ემისიების შემცირებისთვის”, - დასძინა შამუგიამ.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენცია (COP 28) კლიმატის ცვლილების საკითხებში არსებული მრავალმხრივი გადაწყვეტილებების მიმღები პლატფორმაა. დუბაიში მიმდინარე კონფერენციაში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის 100 000-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა. კონფერენციის ფარგლებში, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის, ლიდერთა სამიტი, მინისტერიალები, ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics