|
2023-12-12 13:14:04, 548 ნახვა
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტს, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი დელეგაციასთან ერთად ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. შსს-ს ცნობით, დელეგაციას სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, ნიკოლოზ შარაძემ და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, რამაზ პაპიძემ უმასპინძლეს. "შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, აშშ-ის თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი ეროლ მუნირი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მრჩეველი საზღვაო გაცნობიერებულობის საკითხებში სტივენ ბაუერი და აშშ-ის საელჩოს პოლიტიკური და ეკონომიკური განყოფილების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ შარაძემ, აშშ-ის ელჩს და დელეგაციის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო, სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ბათუმში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტი, სუფსაში, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზა მოინახულეს, ასევე, „აილენდ“ კლასის მცურავი საშუალებით, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს. ვიზიტის დასასრულს, საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ქართულ მხარეს მასპინძლობისა და ეფექტიანი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)