04:21 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-12 12:46:14, 599 ნახვა

საზოგადოება
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შალვა ბედოიძე ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შსს-ს ცნობით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა, არმანდს რუკსმა უმასპინძლა.

ვიზიტის განმავლობაში, გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასა და ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შორის. შეხვედრებზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics