06:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-08 13:40:53, 538 ნახვა

საზოგადოება
„ჩვენი ჯარის“ ფარგლებში სამხედროები რუსთავის საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ

საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების სკოლებში პროექტი „ჩვენი ჯარი“ გრძელდება და სამხედრო მოსამსახურეების სკოლებში მოსწავლეებთან ინფორმაციული შეხვედრები წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წარმომადგენლები ქალაქ რუსთავის, მე-18 საჯარო სკოლას ესტუმრნენ და მაღალი კლასების მოსწავლეებს თავდაცვის ძალების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

„სამხედრო მოსამსახურეებმა მათ თავდაცვის ძალების ამოცანების, სტრუქტურის, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, ჯარში მოხვედრისა და სამსახურის, სამხედრო განათლების მიღებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობების, ასევე სხვა აქტუალური საკითხების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. მოგვიანებით ჯარისკაცებმა ბავშვების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხები გასცეს.

„ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანამშრომლობით ხორციელდება და ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 2023-2024 სასწავლო წელს პროექტი უფრო ფართო მასშტაბით სრულდება და სამხედრო მოსამსახურეების ვიზიტები საჯარო სკოლების გარდა, სხვადასხვა რეგიონში, კერძო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებშიც იგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics