|
2023-11-24 15:22:03, 738 ნახვა
მსოფლიო
AP - ისრაელმა ცეცხლი გაუხსნა პალესტინელებს, რომლებიც ღაზას ჩრდილოეთით დაბრუნებას ცდილობდნენ - არიან დაღუპულები
ისრაელსა და ტერორისტულ დაჯგუფება "ჰამასს" შორის ამოქმედებული დროებითი შეთანხმების შემდეგ, ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს პალესტინელებს, რომლებიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთით დაბრუნებას ცდილობდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს. Associated Press-ის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 11 ადამიანი. გამოცემის ცნობით, დაშავებულთა უმეტესობა ჯარისკაცებმა ფეხის არეში დაჭრეს.
მათივე ინფორმაციით, ინციდენტი გზაჯვარედინზე მოხდა, რომელიც ღაზას სექტორის ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებს ჰყოფს. გარდა ამისა, მედია წერს, რომ ისრაელელმა სამხედროებმა თვითმფრინავებიდან გამაფრთხილებელი ფლაერები გადმოყარეს, სადაც მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ ღაზას ჩრდილოეთი ნაწილი კვლავ ბრძოლის ეპიცენტრია და მათ სამხრეთში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ. "ღაზას სექტორის მცხოვრებლებისთვის ომი ჯერ არ დასრულებულა. ჰუმანიტარული შესვენება დროებითია, ღაზას სექტორის ჩრდილოეთი საშიში ომის ზონაა და იქ მგზავრობა აკრძალულია. თქვენი და თქვენი ოჯახის ბედი თქვენს ხელშია", - წერია ფლაერებზე.
აღსანიშნავია, რომ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებამდე რამდენიმე წუთით ადრე, მსგავსი შინაარსის გამაფრთხილებელი ვიდეო ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) სპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოაქვეყნა. ცნობისთვის, დღეს, 24 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე ამოქმედდა, ხოლო მძევლების გათავისუფლების პროცესი 16:00 საათზე დაიწყება. ისრაელსა და "ჰამასს" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება გუშინ, 24 ნოემბერს შედგა. მანამდე, 21 ნოემბერს, ორ მხარეს შორის გაიმართა მოლაპარაკება, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლებულიყო.. 22 ნოემბერს, ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა აბუ მარზუკმამ განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასს“ შორის დადებული ზავი ძალაში 23 ნოემბერს შევიდოდა, თუმცა, 24 ნოემბერს, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ თქვა, რომ მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდებოდა.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|




ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)