01:53 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-22 09:45:27, 911 ნახვა

მსოფლიო
ბაიდენი - მივესალმები „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მიღწეულ შეთანხმებას

მივესალმები „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

ბაიდენის თქმით, ზოგიერთი მძევალი, რომელმაც „ენით აღუწერელი განსაცდელი გაიარა“, შეთანხმების განხორციელებისთანავე ოჯახებს დაუბრუნდება.

„მივესალმები ტერორისტულ ჯგუფება „ჰამასსა“ და ისრაელს შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ მიღწეულ შეთანხმებას. ამ მრავალი კვირის განმავლობაში მძევლები და მათი ახლობლები ჩემი და ჯილის გულებში იყვნენ. მე უზომოდ მოხარული ვარ, რომ რამდენიმე მამაცი სული, რომლებმაც ტყვეობაში ყოფნა და ენით აუწერელი განსაცდელი გადაიტანეს, კვლავ შეუერთდებიან თავიანთ ოჯახებს, როგორც კი ეს შეთანხმება სრულად შევა ძალაში...

როგორც პრეზიდენტს, მე არ მაქვს უფრო მაღალი პრიორიტეტი, ვიდრე მთელ მსოფლიოში მძევლად მყოფი ამერიკელების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამიტომ, „ჰამასის“ სასტიკი თავდასხმის პირველივე მომენტიდან მე და ჩემი ეროვნული უსაფრთხოების გუნდი მჭიდროდ ვთანამშრომლობთ რეგიონულ პარტნიორებთან, რათა ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი თანამოქალაქეების გასათავისუფლებლად.

აღნიშნული გარიგება მოწმობს დაუღალავი დიპლომატიისა და თავდადებული პიროვნებების მონდომებას შეერთებული შტატების მთავრობაში, რათა ამერიკელები სახლში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ს პრეზიდენტმა, შეთანხმების მისაღწევად გაწეული ძალისხმევისთვის კატარის, ეგვიპტისა და ისრაელის ლიდერებს მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ნოემბერს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკება შედგა, რომლის მიხედვითაც, 4 დღის განმავლობაში, 50 მძევალი 150 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ უნდა გათავისუფლდეს. ამ დროის განმავლობაში გამოცხადება ცეცხლის შეწყვეტის პაუზებიც.

შეთანხმებას მხარი ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა უკვე დაუჭირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics