|
2023-11-21 13:45:04, 1085 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი - კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი უკრაინის EU-ში გაწევრიანება იქნება
კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი იქნება უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ომის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ღირსება და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი თავისუფლება წაგვართვან. უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომ არ დავკარგოთ ღირსება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევრომაიდნის 10-წლისთავთან დაკავშირებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ "მისი ვარსკვლავი ევროკავშირის დროშის ვარსკვლავების წრეში ანათებდეს". "ყოველწლიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ვარსკვლავი ანათებდეს ევროკავშირის დროშის ვარსკვლავების წრეში, რაც ევროპის ხალხების ერთიანობის სიმბოლოა. უკრაინის ვარსკვლავი. 10 წლის წინ დავიწყეთ ბრძოლის ახალი ეტაპი. უკრაინელები შეუდგნენ პირველ კონტრშეტევას უკანონობის, ევროპული მომავლის წართმევის მცდელობის და მორჩილების წინააღმდეგ. 20 წლის წინ იყო რომანტიკული ოცნება, 10 წლის წინ კი ამბიციურ მიზნად იქცა. დღეს კი რეალობაა და შეუძლებელია ჩვენი პროგრესის და სავალდებულო ნაბიჯების დასრულების შეჩერება. კანდიდატის სტატუსის და წევრობაზე მოლაპარაკებების შედეგი იქნება უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ამ ყველაფერს ვაკეთებთ ომის მიუხედავად, ჩვენ გვაქვს ღირსება და არ დავუშვებთ, რომ ჩვენი თავისუფლება წაგვართვან. უნდა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება, რომ არ დავკარგოთ ღირსება", - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, უკრაინელები ძლიერები და ერთიანები უნდა იყვნენ. "ჩვენ ძლიერები ვართ. ძლიერები უნდა ვიყოთ, რადგან მხოლოდ ძლიერების სჯერათ, მხოლოდ ძლიერები ქმნიან მომავალს, მხოლოდ ძლიერებს შეუძლიათ იყვნენ ერთიანები. ერთიანები, რომ გახდნენ - თავისუფლები, თავისუფლები რომ იყვნენ - ღირსეულები. ახალი დროის გულისთვის. როცა ჩვენი ქალაქების ცენტრალური მოედნები ახალ და სამუდამოდ უცვლელ სახელებს მიიღებენ გმირების პატივსაცემად, განმათავისუფლებელთა პატივსაცემად. მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი. დონბასის და ყირიმის განთავისუფლების პატივსაცემად. უკრაინის გაერთიანების პატივსაცემად მის საზღვრებში. როცა წლებისა და საუკუნეების შემდეგ, ისტორიის წიგნებში 1991 წლიდან მოყოლებული დამოუკიდებლობის პერიოდი უწყვეტად ჩაიწერება... როდესაც მტერი ახერხებს საერთაშორისო მხარდაჭერისა და სოლიდარობის შელახვას. როდესაც ცივილიზებული სამყარო იწყებს ტერორისტებთან კომპრომისების ძიებას და ტირანებთან დათმობებზე წასვლას, მაშინ ჩვენ ყველა აუცილებლად წავაგებთ. უკრაინა, ევროპა, მთელი მსოფლიო... ჩვენ ვმარცხდებით, გულუბრყვილოდ ვფიქრობთ, რომ მათთან შეიძლება იყოს ფრე - ეს შეუძლებელია", - დასძინა ზელენსკიმ.
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)