01:52 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-20 11:39:16, 755 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი - ისრაელის ბირთვული იარაღი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის

ისრაელის ბირთვული იარაღი ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის,- ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გერმანიაში ვიზიტის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, ისრაელი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების მხარეს არ წარმოადგენს და შესაბამისად, მის წესებს არ ექვემდებარება.

„ბირთვული უსაფრთხოების სახელით, წევრ ქვეყნებს საშუალება აქვთ, მიმართონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს და მონიტორინგის მექანიზმი მოითხოვონ. ჩვენ ახლა გავააქტიურებთ ამ პროცესს. იქ მოიწვევენ გამგეობას და ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.

პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება. გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. მათ ეს უნდა გაუგზავნონ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს. შესაძლებელია, ამერიკის შეერთებული შტატები დაუდგეს ისრაელს გვერდით და საკითხს ვეტო დაადოს. ჩვენ გავაგრძელებთ ზეწოლას. ჩვენ, როგორც თურქეთი, ვაკეთებთ ამ მოწოდებას. ისრაელის ბირთვული იარაღი ეჭვგარეშე უნდა შემოწმდეს, ვიდრე ძალიან გვიან არ არის. ჩვენ ამას მივყვებით. მოვუწოდებ მთელ მსოფლიოს, ამ საკითხს არ შეეშვას“,- თქვა ერდოღანმა.

პრეზიდენტმა მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს ღაზას სექტორთან დაკავშირებითაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თურქეთის მცდელობა, პოლიტიკურ ასპარეზზე ღაზას მხარი დაუჭიროს, გრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics