13:04 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-20 11:09:18, 555 ნახვა

საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს პოლონელი ღვინის პროფესიონალები სტუმრობდნენ

პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის People PR ორგანიზებით, საქართველოში პოლონელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ათკაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ კომერციული სექტორის და კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის People PR წარმომადგენლები.

"ტურის ფარგლებში, სტუმრები კახეთის რეგიონში იმყოფებოდნენ, სადაც ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები  დაათვალიერეს, ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე  დააგემოვნეს როგორც კლასიკური წესით, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებულ ქართული ღვინოები.

პოლონელი სტუმრებისთვის, თბილისში ქართული ღვინის დეგუსტაცია, ე.წ. Walkaround Tasting გაიმართა; დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო  ქართული ღვინის მწარმოებელი 30 კომპანიის სხვადასხვა ღვინო. ქართველმა ღვინის მწარმოებლებმა  შეფასებები და რეკომენდაციები მიიღეს პოლონელი პროფესიონალებისგან.

პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც უკვე წლებია ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულ ქვეყანაში ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, წლის განმავლობაში, სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიება ხორციელდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics