12:52 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-17 15:59:49, 489 ნახვა

საზოგადოება
იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას და თავგანწირვას - ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ მადლობის გადახდით დაიწყო.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, სწორედ ქართველი სამხედროები არიან ის ადამიანები, რომლებიც მზად არიან ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მისი უსაფრთხოებისთვის და მშვიდობის დასაცავად გაიღონ ყველაზე მნიშვნელოვანი, მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

„იყო შენი ქვეყნის ჯარისკაცი, არის ყველაზე საამაყო საქმე, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას და თავგანწირვას“, - აღნიშნა მინისტრმა. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული სამხედროები გაიხსენა და ქედი მოიხარა მათ წინაშე.

მოხსენების დასაწყისში მინისტრმა მადლობა გადაუხადა ასევე, დაჭრილ-დაშავებულ გმირებს და მათ კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩვენი სამხედროები ბოლო წლების განმავლობაში სამაგალითოდ მსახურობდნენ ნატოსა და ევროკავშირის საერთაშორისო მისიებში, მხარს უჭერდნენ სამოქალაქო სტრუქტურებს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად მონაწილეობდნენ ბუნებრივი კატასტროფების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ, რაჭის სტიქიის დროს, როგორ თავდაუზოგავად შრომობდნენ ისინი მაშველებთან ერთად სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად“, - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა თითოეულ სამხედრო მოსამსახურეს ღირსეული სამსახურისა და ქვეყნის ერთგულებისთვის. 

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ქართული ჯარი და მისი შესაძლებლობები არის საქართველოს სიძლიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი.

მისი საპარლამენტო მოხსენებაც საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდებას ითვალსწინებდა, რაც ქართული ჯარის შესაძლებლობების გაძლიერების, ინფრასტრუქტურისა და ლოჯისტიკის მოდერნიზების, ინსტიტუციური განვითარებისა და საერთაშორისო პარტნიორობის განმტკიცების, ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე ზრუნვის პოლიტიკის მიმართულებით თავდაცვის უწყებაში ბოლო დროს გადაიდგა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
TI: დამოუკიდებელი მედია ივანიშვილის რეჟიმის სამიზნეა
ივანიშვილის ფასების კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა, სიძვირის მიზეზებზე მილიონერმა დეპუტატმა ისაუბრა
ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის მოპოვებაში ინვესტირებას ახორციელებენ
რუსეთი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამუშავებს მისი „ანტირუსული ქმედებების“ გამო - Hraparak
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics