15:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 11:23:42, 530 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილემ საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მისიის ხელმძღვანელთან, კაორი იშიკავასთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის არსებული თანამშრომლობა და მიღწეული შედეგები განიხილეს. ალექსანდრე დარახველიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ჩართულობით სამინისტროში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესების პროცედურებში შეტანილ ცვლილებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.

"შეხვედრის დასასრულს, ალექსანდრე დარახველიძემ გაეროს ქალთა ორგანიზაციას მადლობა გადაუხადა სამინისტროს მხარდაჭერისა და მის ინსტიტუციურ განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია უკვე მრავალი წელია თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და საკუთარი წვლილი შეაქვს უწყების შესაძლებლობების განვითარებაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics