15:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 16:47:05, 858 ნახვა

საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზამ“ პროფესიული დღე აღნიშნა და თანამშრომლები სხვადასხვა ნომინაციაში დააჯილდოვა

"საქართველოს რკინიგზამ" პროფესიული დღე აღნიშნა. კომპანიის ხელმძღვანელობამ  სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინა და მათ სპეციალური ჯილდოები გადასცა.

"საქართველოს რკინიგზის" ცნობით, წელს კომპანიამ ასზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა. 

"საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 10 ოქტომბერი რკინიგზელთა დღედ ოფიციალურად 2022 წელს გამოცხადდა.

საპატიო და ვეტერანი რკინიგზელები, საიმედო მემანქანეები, მოძრაობის უსაფრთხოების საუკეთესო დამცველები - ეს ნომინაციების არასრული ჩამონათვალია. წელს კომპანიამ ასზე მეტი თანამშრომელი დააჯილდოვა. 

გამარჯვებულებს ფულადი პრემიები, სიგელები და სხვა საჩუქრები "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ და ფილიალების ხელმძღვანელებმა გადასცეს.

"საქართველოს რკინიგზის" თანამშრომელთა მორალური და მატერიალური წახალისება  განსაკუთრებული ძალისხმევისა და შედეგების დროულ დაფასებას ისახავს მიზნად.

აღსანიშნავია, რომ რკინიგზელების დაჯილდოება და პროფესიული დღის აღნიშვნა "საქართველოს რკინიგზის" მრავალწლიანი ტრადიციაა",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics