15:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 14:39:19, 651 ნახვა

საზოგადოება
გლდანის მესამე მიკრორაიონის N 69-70 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის მოწყობა დასრულდა

გლდანის რაიონის გამგეობამ მესამე მიკრორაიონის N69-70 საცხოვრებელ კორპუსებთან სკვერის მოწყობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, დაახლოებით, 2 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყო.

"ტერიტორიაზე განთავსდა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი სისტემები, გაკეთდა ტენისის მაგიდა, სავარჯიშო სივრცე, დაირგო სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე - 91 ხე და 200 ბუჩქი. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. 

სამუშაოებისთვის გლდანის გამგეობის ბიუჯეტიდან 418  833 ლარი დაიხარჯა. 

დასრულებულ პროექტს თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი,  გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კალაძესთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან  ერთად გაეცნო",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics