15:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-11 12:45:24, 708 ნახვა

საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის მთავარ ომბუდსმენთა, შერეფ მალქოჩთან, რომელიც დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური სამუშაო ვიზიტით, საქართველოს სტუმრობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სოფიო კილაძე.

"დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენი ბავშვთა უფლებების საკითხებში და ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები, ასევე გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ სტუმრებს დეტალურად გააცნო სამინისტროში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, რომლებიც ადამიანის უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველყოფას ემსახურება. ალექსანდრე დარახველიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა გამოძიების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, მათ შორის შეეხო ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მანდატს.

შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა მადლიერება გამოხატეს ნაყოფიერი შეხვედრისთვის და აღნიშნეს, რომ ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით, ორმხრივ ფორმატებში მსგავსი ტიპის შეხვედრები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს, როგორც სახელმწიფო მინისტრს, უფლებამოსილებები და მისი ფარგლები განუსაზღვრა
ფასების კომისიის დასკვნა: ჩვენი რეკომენდაციაა უფრო რბილი ჩარევა, ვიდრე აგრესიული
მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი შალვა კბილაშვილი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics