23:27 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 15:02:32, 691 ნახვა

საზოგადოება
ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, სოლომონ პავლიაშვილი აშშ-ის ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს შეხვედრა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეს, ქრისტოფერ ჰანსონს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა 20-წლიანი  თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი შეაჯამეს.

„სოლომონ პავლიაშვილმა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. ხაზგასმით აღინიშნა თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო რეფორმის წარმატების, ასევე, საქართველოში მარეგულირებელი ორგანოს დაფუძნების, ინფრასტრუქტურის მოწყობის და სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლების საკითხები.  

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა არაერთი საერთაშორისო მისიის ანგარიში, სადაც პროგრესად შეფასდა ქვეყნის მიერ განხორციელებული ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ვალდებულებებისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს სტანდარტების შესაბამისად მიღებული 15-ზე მეტი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დარეგულირდა მოსახლეობის და გარემოს დაცვისათვის მნიშვნელოვანი საკითხები. აღნიშნული პროცესის გაგრძელებაა საქართველოს პარლამენტის მიერ 2023 წელს მიღებული კანონი „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“.

აშშ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა  რადიაციული დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში. ხაზგასმით აღინიშნა უმოკლეს ვადაში ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესის, განხორციელებული რეფორმების ეფექტიანობის და შედეგების მდგრადობის მნიშვნელობა.

მხარეებმა საქართველოს მიმდინარე გამოწვევები და არსებული თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებიც განიხილეს. აშშ-ის მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ ქვეყნის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების სამომავლო მხარდაჭერისთვის  მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics