|
2023-09-27 14:05:10, 785 ნახვა
საზოგადოება
კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი კულტურის სამინისტროს პოლიტიკას აპროტესტებენ. საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე, "დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, რექტორის არჩევნების პროცედურა" შეწყდა. "ყველა ველოდებოდით ამას, მე განსაკუთრებით იმიტომ, რომ რაც სხვა კულტურის სფეროებში მოხდა, ყველა ველოდებოდით უკვე, რომ აქაც მოხდებოდა. ახლა უკვე საჭიროა, რომ გონება ჩავრთოთ ყველამ და ძალიან თანმიმდევრულად ვიმოქმედოთ. შევეცდებით ყველა ერთად, გადავწყვიტოთ ეს რაღაცები და ერთპიროვნული არ იყოს ეს, მთავარი ძალა აქვს ხალხს გადაბარებული. დღევანდელი აქცია არ იქნება არც ბოლო და არც პირველი არ არის, ველოდებით ბევრ ადამიანს, ვინც შემოგვიერთდება",- განაცხადა პიანისტმა, გიორგი გიგაშვილმა "მთავარ არხთან" საუბრისას. შეგახსენებთ, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების პროცედურების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საარჩევნო კომისიამ გუშინ, 26 სექტემბერს გაავრცელა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)