23:28 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-27 13:47:21, 845 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს

„თიბისი“ აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღება დაიწყო. აკადემიაში სწავლა „თიბისის“ მიერ სრულადაა დაფინანსებული.  პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. რეგისტრაცია 4 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

რისკების აკადემია „თიბისიმ“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. პროგრამას სფეროს პროფესიონალი მენტორები - „თიბისის“ თანამშრომლები და მოწვეული ლექტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარებისა და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.

პროგრამა სამთვიან კურსს მოიცავს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ აპლიკაცია 4 ოქტომბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.

„თიბისი“ აკადემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ბმულზე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics