02:52 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 13:56:49, 628 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება იწყება

თბილისის მერიის მიერ დაარსებული კონკურსის - „შემოქმედებითი თბილისი“ მეორე ეტაპისთვის განაცხადების მიღება იწყება. 

კონკურსის შესახებ ინფორმაცია და მასში მონაწილეობის პირობები საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააცნო. 

„აღსანიშნავია, რომ კონკურსის დაარსებიდან ოთხი წლის განმავლობაში, შემოქმედებითი ინდუსტრიების სხვადასხვა სფეროში საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი დაფინანსდა. კონკურსი სამი მიმართულებით ცხადდება - საგამომცემლო საქმიანობა, დიზაინი და რეწვა, თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მეწარმე ფიზიკურ პირს. „შემოქმედებით თბილისში“ მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, განაცხადების ატვირთვა და დამატებითი ინფორმაციის მიღება მსურველებს 20 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილ ვებგვერდზე - www.culture.tbilisi.gov.ge  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics