03:50 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 15:34:16, 701 ნახვა

საზოგადოება
„საქაერონავიგაცია“ ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელში ჩაერთო

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაცია" ევროკონტროლის ერთიან ევროპულ ქსელ NewPENS-ში ჩაერთო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, NewPENS (new pan-European network service) არის სატელეკომუნიკაციო ქსელი, რომელიც EUROCONTROL-ის მხარდაჭერით, ევროპის საჰაერო ნავიგაციის სერვისების რამდენიმე პროვაიდერის მიერ შეიქმნა.

მათივე ცნობით, NewPENS სააერონაოსნო ინფორმაციების გაცვლისთვის სააერნაოსნო მომსახურების პროვაიდერებს, მიმწოდებლებსა (ANSP) და სხვა საჰაერო მოძრაობის ორგანიზებით (ATM) დაინტერესებულ მხარეებს შორის ქსელურ სერვისს უზრუნველყოფს. იგი მოიცავს ხმოვან და მონაცემთა კომუნიკაციას და უზრუნველყოფს უსაფრთხო, ეფექტურ კავშირს ამ ქსელში გაერთიანებული წევრებისთვის. NewPENS-ში თითქმის ყველა ევროპული ქვეყანაა გაერთიანებული.

„აღნიშნულ ქსელში ჩართვით საქართველოს საშუალება ეძლევა, ევროპის ქვეყნებთან ინფორმაციის პირდაპირი მიმოცვლა განახორციელოს. აგრეთვე, აღნიშნული ქსელის საშუალებით უკვე შესაძლებელია, საერთაშორისო აერნაოსნობის მეტეოროლოგური შეტყობინებების მსოფლიო საავიაციო მეტეოროლოგიურ ბანკში (ROC) გავრცელება ციფრულ - IWXXM ფორმატით",- განაცხადა „საქაერონავიგაციის" გენერალურმა დირექტორმა, გოჩა მეზვრიშვილმა.

NewPENS-ში ინტეგრაციაზე მუშაობა 2021 წლიდან დაიწყო და 2022 წლის იანვარში ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქაერონავიგაციას", ევროკონტროლსა და BT გლობალ სერვისს შორის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics