04:06 - 02 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-16 12:41:51, 652 ნახვა

საზოგადოება
ქვემო ქართლში 755 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლის მოსახლეობას არახლოს რეაბილიტირებული სარწყავი სისტემა ემსახურება.

სამინისტროს ცნობით, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტში არახლოს სარწყავი არხის რეაბილიტაცია განახორციელა.

"ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ მუხრანას, ბალახაურის, ნახიდურისა და ხიდისყურის 755 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

პროექტის ფარგლებში, არხის 4,2 კილომეტრიანი მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო წყალგამშვები ნაგებობები, გაკეთდა საფეხმავლო და სამანქანო გადასასვლელები.

სამუშაოების ღირებულება 1 670 000 ლარია.

საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებს და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თამაზ მღებრიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

დღეისათვის ქვემო ქართლში 30 მლნ ლარის ღირებულების სამელიორაციო ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ, 3000 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგულარულად მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდება 10 500 ჰექტარზე გაუმჯობესდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics