|
2023-09-13 22:31:53, 658 ნახვა
საზოგადოება
ბავშვის განვითარების ინსტიტუტი - ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, რომ ბენეფიციარების გადანაწილება სწრაფად მოხერხდეს
ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხერხდეს ჩვენი ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში, - ამის შესახებ აღნიშნულია ბავშვის განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში. მათივე თქმით, საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია. „გვინდა, გამოვეხმაუროთ ილიას უნივერისტეტის C კორპუსისა და ბავშვის განვითარების ინსტიტუტის გარშემო გავრცელებულ ინფორმაციას. თქვენ უკვე იცით, რომ C კორპუსს გარკვეული პრობლემები შეექმნა. აკრედიტებული საექსპერტო კომპანიის დასკვნის მიხედვით C კორპუსში სასწავლო-კვლევითი ან ნებისმიერი პროცესის წარმართვა საფრთხის შემცველია, შენობა არ აკმაყოფილებს სეისმომედეგი მშენებლობის მოთხოვნებს და მისი ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია. ეს ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია. წლების განმავლობაში, ჩვენ ამ ინსტიტუტის შენებასა და განვითარებაში დიდი ადამიანური და ემოციური რესურსი ჩავდეთ. თუმცა ემოციების მიღმა, მაშინ როცა არჩევანი დგას ბავშვების უსაფთხოებასა და მათთვის აუცილებელი სერვისების უწყეტად მიწოდებას შორის, ჩვენგან რაციონალური გადაწყვეტილების მიღება და შესაბამისი მოქმედება გახდა საჭირო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ახალი სასწავლო წლისთვის სრულად დაეხურა C კორპუსი, რომლის ჭერქვეშ ბავშვებისა და სტუდენტების ყოფნა, ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე, საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე ვმუშაობთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და შესაბამის ცენტრებთან, რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპტიმალურად მოხერხდეს ჩვენი ინსტიტუტის ყველა ბენეფიციარისა და სპეციალისტის გადანაწილება ანალოგიური სერვისების მიმწოდებელ ცენტრებში. რაც შეეხება შენობას, ამჟამადაც მიმდინარეობს საბოლოო მოკვლევა C კორპუსის შესაძლო სარეაბილიტაციო გეგმის შესახებ“,-აღნიშნულია ბავშვის განვითარების ინსტიტუტის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი შენობის ავარიულობიდან გამომდინარე იხურება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თბილისის მერიამ, რომლის თანახმადაც, იმ შემთხვევაში, აღნიშნული ცენტრი ვერ უზრუნველყოფს ალტერნატიული ფართის მოძიებას და პროგრამის ფარგლებში სერვისის მიწოდებას, ბენეფიციარები, მათი სურვილისამებრ, მერიის პროგრამის განმახორციელებელ სხვა ცენტრებში გადანაწილდებიან და არ მოხდება მათთვის თერაპიის სეანსების შეწყვეტა.
პერმს ტუაფსეს მსგავსი ეკოლოგიური კატასტროფა ელის
ზურაბიშვილი რეჟიმის მიერ ვენახის გაშენების აკრძალვაზე - დავბრუნდით შაჰ-აბასისა თუ საბჭოთა დროს
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 216 000 ადამიანს გადააჭარბა.
კრემლის ჩინეთის გავლით ტექნოლოგიების იმპორტზე დამოკიდებულებამ 90%-ს მიაღწია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)